ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები ცნობილია

28 ივლისი, 2022 • 951
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები ცნობილია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სიას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 5 კანდიდატია წარდგენილი:

რევაზ ეგაძე — ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების პროცესის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, გარდაბნის მერის მოადგილე 2017-20 წლებში;

გიორგი კალანდარიშვილი — ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე. 2008 წლიდან მუშაობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერის არქონის გამო, 2021 წლის 3 აგვისტოდან მეორედ იკავებს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას 6-თვიანი ვადით;

გიორგი შაიშმელაშვილი —  დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. არის საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი;

ნანული ბებია — პედაგოგი. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სოხუმში, თბილისსა და მოსკოვში;

თამარ ალფაიძე — სამართლის დოქტორი, პროფესორი. არის ავტორი სახელმძღვანელოების: „მედია და სამართალი“ და „შესავალი სამართალმცოდნეობაში“.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები არიან:

  • ქრისტინე ქაჯაია
  • სიმონ პარუნაშვილი
  • ლევან ისაკაძე
  • თამაზ ფოლადაშვილი
  • მაია ზარიძე
  • გია ცაცაშვილი
  • რუსუდან ქურდიანი

ცესკოს თავმჯდომარეს და ორ წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.

პრეზიდენტმა კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს საბუთების წარდგენა 26 ივლისის ჩათვლით შეეძლოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი