თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა „მაღალჩინოსნებში“ ის ევროპარლამენტარები იგულისხმა, რომლებიც საქართველოს „მეგობრებად მოევლინენ“.
“ალბათ, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს მეგობრებად მოგვევლინებიან და ბოლო დღეების, ბოლო თვეების განმავლობაში საოცარ განცხადებებს აკეთებენ”, – განაცხადა კალაძემ.
ნედ პრაისის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან“ და „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანაზე ან მის გუნდზე შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“.