ახალი ამბებირეკლამა

ბილაინის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi პირველად გაიმართება მეტავერსში

21 ივლისი, 2022 •
ბილაინის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi პირველად გაიმართება მეტავერსში

ბილაინი აგრძელებს საქართველოში ინოვაცოებისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას და ამჯერად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი  მოძრაობის Fuckup Nights ის ადგილობრივი ღონისძიების მხარდამჭერია

მარცხი, როგორც მოტივაცია და ნაბიჯი წარმატებისკენ —Fuckup Nights Tbilisi-ის ფორმატით საკუთარ გამოცდილებას, აუდიტორიას ამჯერად ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალები გაუზიარებენ. აღსანიშნავია, რომ პირველად ღონისძიების ისტორიაში Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში გაიმართება, რაც მონაწილეებს რეალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს, თანაც ისე, რომ მათ შინ ყოფნის კომფორტზე უარის თქმაც არ მოუწევთ.

Fuckup Nights Tbilisi vol. 28: in Metaverse -ს სამი სპიკერი ეყოლება: Pocket Studio-ის დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი და დიზაინერი ანა მიმინოშვილი და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა. ისინი აუდიტორიას საკუთარ ისტორიებს გაუზიარებენ და შეეცდებიან, ამ ამბებით სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ. 

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.

Fuckup Nights Tbilisi-ის ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო.

ღონისძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი