ახალი ამბები

“რატომ არ გაქვთ კოალიციური მთავრობა?” – ევროპარლამენტარი ბელგიიდან

20 ივლისი, 2022 •
“რატომ არ გაქვთ კოალიციური მთავრობა?” – ევროპარლამენტარი ბელგიიდან

“რატომ არ გაქვთ კოალიციური მთავრობა, როგორც ჩვენ, ბელგიაში?”, – ეს განცხადება თბილისში ვიზიტად მყოფმა ბელგიელმა ევროპარლამენტარმა ასიტა კანკომ გააკეთა.

მისი შეფასებით, რამდენიმე პარტიისაგან დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციასთან ერთად.

“ზოგჯერ, როდესაც ადამიანები ერთად მუშაობენ, ამას სასწაულების მოხდენა შეუძლია. დეოლიგარქიცაზიასთან ერთად, მჯერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, –  განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მან ასევე ისაუბრა პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზე. “თუ ნაკლები პოლარიზაცია იქნება, ყველა ისარგებლებს. რა აზრი აქვს ერთმანეთზე განაწყენებას?”, – განაცხადა კანკომ.

დღეს, 20 ივლისს, საქართველოს ეწვია ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომელიც პრეზიდენტის გარდა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი