ახალი ამბები

მეგი გოგიტიძე მოსკოვში კონცერტს გეგმავს

20 ივლისი, 2022 • 1264
მეგი გოგიტიძე მოსკოვში კონცერტს გეგმავს

ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ გოგიტიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო თავად გაავრცელა.

მას 29 ივლისს კონცერტი ჩანიშნული აქვს სოჭშიც.

ორივე ქალაქში კონცერტების შესახებ ინფორმაცია მის რუსულ ვებგვერდზეა განთავსებული. ვებგვერდიდან ასევე ირკვევა, რომ რუსეთში 2 კონცერტი გამართა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

მეგი გოგიტიძეს კონცერტი ასევე ჩანიშნული ჰქონდა 24 ივლისს ბათუმში, კლუბ Sector 26-ში. კლუბმა ფეისბუკზე გააკეთა განცხადება, რომ კონცერტი, სადაც მეგი გოგიტიძეს უნდა ემღერა, მათი გადაწყვეტილებით გაუქმდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Megi Gogitidze (@megi_gogitidze)

მასალების გადაბეჭდვის წესი