პუტინი თეირანში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ ლიდერებსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
ეს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი უიშვიათესი საგარეო ვიზიტია, რომელშიც პუტინმა მონაწილეობა მიიღო.
თეირანში ირანის, თურქეთისა და რუსეთის ლიდერები, ასტანის ჯგუფის ფარგლებში, ძირითადად სირიის საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბნენ, მაგრამ ასევე განიხილეს უკრაინული ხორბლის გადაადგილების საკითხიც.
სამიტის დროს რუსეთი და ირანი არ დაეთანხმნენ თურქეთის სურვილს, რომ კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს სირიაში დამატებით 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შექმნისათვის.
თუმცა ერდოღანის განცხადებით, შეუძლებელია მოელოდე უძრავ თურქეთს სეპარატისტი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
სამიტის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერის, ერდოღანის მედიაციით შესაძლებელი გახდა, უკრაინა და რუსეთი „წინ წასულიყვნენ“ ხორბლის შავ ზღვაზე გადაადგილების საკითხში.
„ყველა პრობლემა ჯერ არ გადაჭრილა, მაგრამ ფაქტი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, უკვე კარგია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ირანი, ისევე როგორც რუსეთი, საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.