ახალი ამბებიეკონომიკა

ცვლილება: მოქალაქეთა ნაწილი უცხოურ ვალუტაში სესხის აღებას შეძლებს

19 ივლისი, 2022 •
ცვლილება: მოქალაქეთა ნაწილი უცხოურ ვალუტაში სესხის აღებას შეძლებს

უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის წესი იცვლება. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში შესული ცვლილებით, სესხის აღება უცხოურ ვალუტაში 200 000 ლარამდე კრედიტებზეც მოხდება.

ბრძანების მიხედვით, იმისათვის, რომ პირმა 200 000 ლარამდე კრედიტი უცხოურ ვალუტაში ისესხოს, ამავე ვალუტაში იგივე თანხა ბანკში დეპოზიტზე უნდა ჰქონდეს განთავსებული:

„კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში”, – ნათქვამია დოკუმენტში

აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ამ დრომდე უცხოურ ვალუტაში სესხის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ კრედიტის თანხა 200 000 ლარს (ეკვივალენტს შესაბამის ვალუტაში) აღემატებოდა. 200 000 ლარზე მეტის სესხების შემთხვევაში დეპოზიტის ვალდებულება არ მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი