ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თუ ბიჭვინთაში რუსები იქნებიან, აგრესორი თავდასხმას ვერ გაბედავს”- შამბა

18 ივლისი, 2022 •
“თუ ბიჭვინთაში რუსები იქნებიან, აგრესორი თავდასხმას ვერ გაბედავს”- შამბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარტია “ედინაია აფხაზიას” თავმდჯომარე სერგეი შემბა ბიჭვინთის ტერიტორიებისა და სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე საზოგადოებაში დისკუსიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს აქტი, პირველ რიგში, აფხაზეთის ინტერესში შედის.

“რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში ობიექტების გადაცემის მზადება, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ უდიდესი მადლიერების გამოხატვა ჩვენი მოკავშირის, მეზობლის მიმართ, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების უზრუნველყოფა. ჩვენს ტერიტორიაზე ობიექტის არსებობა, რომელზეც რუსეთის თანამდებობის პირები ისვენებენ, გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი აგრესორი [აქ შამბა ქართულ მხარეს გულისხმობს] ჩვენ მიმართ თავს შეიკავებს ავანტიურისგან. არა მგონია, ისეთი გიჟები მოიძებნონ, ვინც მზად იქნება, ჰაერში აწიოს საბრძოლო უპილოტო აპარატები, როდესაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე რუსეთის ფედერაციის რომელიმე მაღალჩინოსანი ისვენებს. ეს ხომ არა მხოლოდ აფხაზეთის, რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის აქტადაც ჩაითვლება”.

აფხაზეთსა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ბიჭვინთაში საზღვაო აკვატორიის ნაწილისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას. აფხაზური მხარის ცნობით, საუბარია შეთანხმებზე, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს  და ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას; ასევე, საზღვაო აკვატორიის მონაკვეთისა და მასთან არსებული სანაპიროების იჯარით გადაცემას. საზოგადოებისთვის აღნიშნული შეთანხმებაზე ცნობილი აქამდე არ ყოფილა.

აფხაზური მხარე გეგმავს, რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები გადასცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი