ახალი ამბები

სააკაშვილის საქმეში ამერიკელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტები ერთვებიან

17 ივლისი, 2022 •
სააკაშვილის საქმეში ამერიკელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტები ერთვებიან

მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტები ერთვებიან. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, საუბარია სასამართლო სამედიცინო და ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, რომელსაც აშშ-დან მოწვეული ექსპერტები გაუძღვებიან. ხაჭაპურიძის თქმით, აშშ-დან ექსპერტები საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ და ორი მიმართულებით იმუშავებენ. კერძოდ, ისინი შეაფასებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებენ.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ექსპერტების ჯგუფს თავად უხელმძღვანელებს.

შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსი იყო, ექსპრეზიდენტის საქმეში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ჩაერთო. ადვოკატის თქმით, საუბარია მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხთან დაკავშირებით მუშაობაზე და სწორედ ამ მიმართულებითაა ჩართული საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი