რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პოსტიდან გადააყენა რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ დირექტორი დიმიტრი როგოზინი.
როგოზინის პოსტი რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა დაიკავა.
როგოზინი აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის მაისიდან მუშაობდა.
რუსული მედიასაშუალება MK.RU-ს ინფორმაციით, როგოზინს განიხილავენ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთ-ერთი ტერიტორიის ხელმძღვანელის პოსტზე. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.