საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის ცნობით, ბელარუსმა საგარეო ვალის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დეფოლტი განიცადა.
სააგენტოს ცნობით, 13 ივლისს ამოიწურა საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ქვეყანას ბელარუსი-27-ის ევროობლიგაციებზე 22,9 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. ბელარუსის ფინანსთა სამინისტრომ ეს გადახდა ეროვნულ ვალუტაში განახორციელა, რის გამოც ობლიგაციების მფლობელებმა გადახდები ვერ მიიღეს.
ივნისის ბოლოს ბელარუსის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყანა ევროობლიგაციების ვალს ბელარუსულ რუბლში, ბელარუსბანკის ანგარიშზე გადახდის.
22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის საგარეო ვალის რუბლით გადახდის ახალი დროებითი პროცედურის დაწესების შესახებ. 27 ივნისს Moody’s-მა გამოაცხადა რუსეთის დეფოლტი ევროობლიგაციებზე. მანამდე რუსეთის დეფოლტის შესახებ ინფორმაციას Bloomberg და The Wall Street Journal-იც ავრცელებდნენ. მათი თქმით, რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები 1998 წლის შემდეგ პირველად ვერ შეასრულა.
რას ნიშნავს დეფოლტი და რა ემუქრება რუსეთს | მარტივად ახსნილი







