იტალიაში მმართველი კოალიციის დაშლის შედეგად პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, რომელიც ამ თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებს, პოსტს ტოვებს.
BBC-ის ცნობით, მმართველმა კოალიციამ უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრაში დაკარგა მხარდაჭერა პარტია „ხუთი ვარსკვლავისგან“.
ამის მიზეზი გახდა კოალიციის სხვა წევრებთან შეუთანხმებლობა 23 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფის საკითხზე – ეს ეკონომიკური დახმარების პაკეტი იყო ოჯახებისა და ბიზნესებისათვის.
არჩევნები 2023 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, სავარაუდოდ, 2022 წლის შემოდგომაზე დაინიშნება.