ახალი ამბები

ჩრდ. კორეამ ლუგანსკისა და დონეცკის “დამოუკიდებლობა” აღიარა

14 ივლისი, 2022 • 944
ჩრდ. კორეამ ლუგანსკისა და დონეცკის “დამოუკიდებლობა” აღიარა

ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა” ოფიციალურად ცნო.

ინფორმაცია კორეულმა სახელმწიფო ცენტრალურმა არხმა გაავრცელა.

კორეა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი დიქტატურაა, რუსეთისა და სირიის შემდეგ მესამე სახელმწიფოა, რომელმაც ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

რუსეთმა ამ ორი სუბიექტის დამოუკიდებლობა ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აღიარა.

სირიას, ისევე, როგორც ჩრდილოეთ კორეას, მსოფლიო საზოგადოებამ სანქციები დაუწესა.

ეს ორი ქვეყანა რუსეთის საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერია.

სირიამ აღიარა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი