ახალი ამბები

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 5 154 შემთხვევა გამოვლინდა

12 ივლისი, 2022 • 828
საქართველოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 5 154 შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

NCDC-ს ინფორმაციით, ჯამში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში  ჩატარდა 63 659 ტესტი. შესაბამისად, 7 დღის დადებითობის მაჩვენებელმა 8.10% შეადგინა.

გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით 3 პაციენტი გარდაიცვალა.

შედარებისთვის, წინა კვირაში (27 ივნისიდან 3 ივლისის პერიოდში ) კორონავირუსი 2 570 ადამიანს დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი