ახალი ამბები

ბელარუსი უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნებს იწყებს

12 ივლისი, 2022 • 595
ბელარუსი უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნებს იწყებს

ბელარუსი უკრაინის საზღვართან კიდევ ერთ სამხედრო წვრთნას იწყებს.

ინფორმაცია ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ის არხის მეშვეობით გაავრცელა.

წვრთნები სამი დღე გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც ჯარისკაცები და ოფიცრები „თავდაცვით სწავლებას“ გაივლიან.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულმა ჯარებმა ბელარუსი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე, თავდასხმისთვის გამოიყენა.

ომის დაწყების შემდეგ ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ყოველთვის დაეხმარებოდა რუსეთს, თუმცა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ბელარუსების ომი არ იყო.

ამის მიუხედავად, ომის განმავლობაში ბელარუსს  არ შეუწყვეტია რუსული არმიის დახმარება, რის პარალელურადაც თავადვე წამოიწყო სამხედრო წვრთნები.

ბოლო დღეებში უკრაინულ და დასავლურ მედიაში  ვრცელდება ინფორმაცია ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ. ამგვარი ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა.

მიუხედავად ამისა, ოლექსი არესტოვიჩისა და მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ჭორები ბელარუსის მხრიდან თავდასხმის შესახებ რუსული პროპაგანდის ნაწილია.

ბელარუსს მცირე, არასათანადოდ გაწვრთნილი არმია ჰყავს, რომელსაც აქტიური საბრძოლო გამოცდილება არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი