ახალი ამბები

ღარიბაშვილის შემდეგ ივანიშვილზე განცხადებას წილოსანიც ავრცელებს

12 ივლისი, 2022 • 917
ღარიბაშვილის შემდეგ ივანიშვილზე განცხადებას წილოსანიც ავრცელებს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებას მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი ნინო წილოსანიც ავრცელებს.

წილოსანის თქმით, ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გადაფარვას ცრუ ბრალდებებით ცდილობენ.

„როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?!

ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ“, – დაწერა წილოსანმა სოციალურ ქსელში.

ბიძინა ივანიშვილთან და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დღეს, 12 ივლისს, ვრცელი განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. წერილში ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით არ იღებს და როდესაც შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ეს მისთვის, როგორც პრემიერისთვის, განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი