ახალი ამბები

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

11 ივლისი, 2022 • 768
გლდანის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის N8 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ადასტურებს.

როგორც ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომხდარს უკვე იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, მომხდართან დაკავშირებით უწყებამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილითაც დაიწყო გამოძიება.

„ნეტგაზეთი“ დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, თუმცა უწყებაში დამატებითი დეტალების მოწოდებაზე უარი გვითხრეს და მოგვიწოდეს, მინისტრის მოადგილის კომენტარით გვესარგებლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი