ახალი ამბებისაზოგადოება

15 ადამიანი დაიღუპა დონეცკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად – უკრაინის საგანგებო

10 ივლისი, 2022 • 2153
15 ადამიანი დაიღუპა დონეცკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად – უკრაინის საგანგებო

9 ივლისს, საღამოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში, ქალაქ ჩასივ იარში რაკეტები ესროლეს ორ ხუთსართულიან სახლს.

სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

10 ივლისის 13 საათის მდგომარეობით, მაშველებმა ადგილზე 15 დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს, ნანგრევებიდან 5 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის დონეცკის მთავარი განყოფილების ცნობით, მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მყოფ სამ ადამიანთან კონტაქტი დაამყარეს, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მათი გადასარჩენად.

წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 24 ადამიანი იყო, მათ შორის 1 ბავშვი.

__________________

ფოტოზე: სამაშველო სამუშაოები ქალაქ ჩასივ იარში, დანგრეული კორპუსების ადგილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი