ახალი ამბები

უკრაინელებისთვის ნაჩუქარი „ბაირაქტარი“ 10 ათასმა ლიეტუველმა გააცილა უკრაინაში

7 ივლისი, 2022 • 1210
უკრაინელებისთვის ნაჩუქარი „ბაირაქტარი“ 10 ათასმა ლიეტუველმა გააცილა უკრაინაში

10 ათასი ლიეტუველი შეიკრიბა 6 ივლისს ვილნიუსში, რომელსაც წარუდგინეს თურქული მწარმოებლისგან ნაჩუქარი უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქტარი“. ღონისძიების შემდეგ „ბაირაქტარი“ უკრაინაში გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის მედიასაშუალებები ავრცელებენ.

აღნიშნული სამხედრო დრონის შესაძენად ლიეტუველებმა 3.3 მილიონი ევრო შეაგროვეს, მაგრამ მწარმოებელმა კომპანიამ მათ დრონი უკრაინელებისთვის გადასაცემად აჩუქა. შეგროვილი 3.3. მილიონი ევრო კი უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაიხარჯება.

დრონის უკრაინაში გაგზავნის თარიღად 6 ივლისი სიმბოლურად შეირჩა, რადგან ამ დღეს ლიეტუვაში აღინიშნება სახელმწიფოებრიობის დღე, როცა 1253 წელს აკურთხეს ლიეტუვის პირველი მეფე მინდაუგასი.

მასალების გადაბეჭდვის წესი