ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში დააკავეს კაცი, რომელიც ვიდეოჩანაწერში ლგბტქი+ თემს ემუქრებოდა

6 ივლისი, 2022 • 1970
ბაქოში დააკავეს კაცი, რომელიც ვიდეოჩანაწერში ლგბტქი+ თემს ემუქრებოდა

აზერბაიჯანის შსს-ს ცნობით, ბაქოში დააკავეს 39 წლის რომან მამედოვი, რომელმაც 5 ივლისს სოციალურ ქსელში გაავრცელა 34- წამიანი ვიდეო ლგბტქი+ თემის მიმართ მუქარებით. ოფიციალური ცნობით, კაცი დააკავეს  ხულიგნობის მუხლით [რომელიც ერთი  წლით პატიმრობას ითვალისწინებს], თუმცა, იურსტთა მოსაზრებით, შესაძლოა, ბრალდება დაუმძიმდეს.

გამოცემა კავკაზსკი უზელის ცნობით, “ვიდეოჩანაწერში კაცი იფიცება, რომ თავებს მოკვეთს ყველა კაცს, ვინც წარბებს “იკეთებს” და ქალის მანერები აქვს, ამავე დროს კადრში აჩვენებს ცელოფანში გახვეულ საგანს, რომელსაც ცულის ფორმა აქვს”.

გამოძიების ცნობითვე, დაკავებულმა ხულიგნობა აღიარა და განაცხადა, რომ მშენებლობაზე მუშაობს და ამ ქმედებით მხოლოდ სოციალურ  ქსელებში საკუთარი პოპულარობის გაზრდა სურდა.

იურისტების აზრით, რომელთანაც  გამოცემა “კავკაზსკი უზელმა” ისაუბრა, კონკრეტული მუქარების გათვალისწინებით, საქმე გაცილებით მძიმე მუხლით, “მკვლელობისთვის მზადების” მუხლით უნდა დაიწყოს.

ჰომოფობიურ ნიადაგზე მოქალაქეების დევნა აზერბაიჯანშიც მწვავედ დგას. 2022 წელს ჟურნალისტი, ავაზ ჰაფიზლი ჰომოფობიურ ნიადაგზე ბიძაშვილმა მოკლა. პოლიციამ მკვლელი იმავე დღეს დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი