ახალი ამბები

მეტეხის ხიდის მე-2 ნაწილის რეაბილიტაცია იწყება, მოძრაობა შეიცვლება – კალაძე

6 ივლისი, 2022 • 454
მეტეხის ხიდის მე-2 ნაწილის რეაბილიტაცია იწყება, მოძრაობა შეიცვლება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტეხის ხიდის პირველი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა, ახლა კი მეორე ნაწილის განახლების სამუშაოები დაიწყება, რის გამოც საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვები შეიცვლება.

„ხიდის ერთი ნაწილი, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდიანრეობდა, ჩაკეტილი იყო. დღეს ვიწყებთ ხიდის მეორე ნაწილის განახლების სამუშაოებს. აქამდე დაკეტილი ნაწილი გაიხსნება ავტომობილებისთვის. საავტომობილო მოძრაობა ახლა საპირისპირო მხარეს შეიზრუდება“.

„ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი, ტროტუარები განახლდება, მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად იქნება რეაბილიტირებული“, – აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მერი ამბობს, რომ მერია ეცდება, „ძალიან მალე“ დაასრულონ რეაბილიტაციის პროექტი, რათა შეზღუდული საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგეს.

„პიკის საათებსი განსაკუთრებით ჭირს გადაადგილება. ამისთვის არაერთხელ ბოდიში მოვუხადეთ საზოგადოებას, – თუმცა გზის ჩაკეტვის გარეშე წარმოუდგენელია ამ სამუშაოების ჩატარება“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი