ახალი ამბები

ზურაბიშვილს რადიკალური ოპოზიციის წარუმატებლობა ეწყინა – კობახიძე

4 ივლისი, 2022 • 590
ზურაბიშვილს რადიკალური ოპოზიციის წარუმატებლობა ეწყინა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „რადიკალური ოპოზიციის წარუმატებლობა ეწყინა“.

მან ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და უპასუხა პრეზიდენტის კრიტიკას ოპოზიციისა და ხელსუფლების მიმართ.

„ამით მან გამოხატა წყენა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა. სხვა სერიოზულ კომენტარს მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ.

მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერაფერს ვერ გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა, ესაა წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდათ.

[მას] უბრალოდ ეწყინა მათი წარუმატებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა 3 ივლისს განაცხადა, რომ „ოპოზიციისა და კობახიძისეულ გეგმებს ეროვნულ თანხმობასთან არავითარი კავშირი არ აქვს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი