ახალი ამბები

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტობუსი და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

4 ივლისი, 2022 • 1021
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტობუსი და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

თბილისში, თამარაშვილისა და წერეთლის ქუჩების კვეთასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშვებულია, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რომლის ფარგლებშიც, უწყების თქმით, სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება. თუმცა შსს-ში არ აკონკრეტებენ, ავტობუსის მძღოლი დაჯარიმდება თუ მსუბუქი ავტომობილის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, დაზიანებული ავტობუსი უკვე სადგომზე გადაიყვანეს და მის ნაცვლად სათადარიგო ავტობუსი იმოძრავებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი