ახალი ამბები

17 პირი დააკავეს ჰომობიურ აქციაზე

2 ივლისი, 2022 • 1082
17 პირი დააკავეს ჰომობიურ აქციაზე

თბილისში გამართულ ჰომოფობიურ აქციაზე 17 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს დღეს, 2 ივლისს.

შსს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გასულ ღამეს ასევე დააკავეს 26 პირი, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ დაფუძნებული ძალადობრივი, პრორუსული პარტიის ლიდერები.

ძალადობრივი ჯგუფები მეორე დღეა ცდილობენ ჩაშალონ პრაიდის კვირეული, რომელიც დახურულ სივრცეში იმართება. დაკავებულები სწორედ ამ სივრცეებამდე მიღწევას ცდილობდნენ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დღეს აქცია გამართეს როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე „ქართული ოცნებისა“ და ევროკავშირის ოფისებთან. მათ დემონსტრაციულად დაწვეს ნატოსა და ევროკავშირის დროშები.

აღნიშნული დროშების დაწვა კანონით 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, მაგრამ ჯერ უცნობია, ვინმე დააჯარიმეს თუ არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი