flydeal

საქართველოში საუდის არაბეთიდან ახალი ავიაკომპანია „Flydeal“ იფრენს.

1 ივლისს ავიაკომპანია Flydeal-მა თბილისის საერთშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ფრენა, რიადი-თბილისის მიმართულებით შეასრულა.

აღნიშნული მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს.

ზაფხულის სეზონზე Flyadeal თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირ რეგულარულ რეისებს განახორციელებს საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან. ამ დრომდე აღნიშნული სამი მიმართულებით ავიაკომპანია Flynas ფრენებს ასრულებდა კვირაში 18 სიხშირით.