ახალი ამბები

ნიკო გომელაური გარდაიცვალა

13 აპრილი, 2010 • 2856
ნიკო გომელაური გარდაიცვალა

გამთენიისას ცნობილი მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური გარდაიცვალა.

პოეტს გუშინ საღამოს  ნინო ქათამაძესთან ერთად ფონდ ”იავნანას” ინიციატივით გამართულ საქველმოქმედო კონცერტში უნდა მიეღო მონაწილეობა. თუმცა კონცერტზე მისულ საზოგადოებას განუცხადეს, რომ პოეტი ავადმყოფობის გამო ვერ მიიღებდა მონაწილეობას. პოეტის მაგივრად მისი ლექსები მეგობრებმა, ზურაბ ყიფშიძემ, რატი ამაღლობელმა და  კოტე ყუბანეიშვილმა წაიკითხეს.

კონცერტის ბოლოს სწორედ ნიკო გომელაურის და ნინო ქათამაძის სახელით ,სამ მრავალშვილიან ოჯახს „თბილი სახლი“ გადაეცა. ფრაზა „ მე მინდა მქონდეს თბილი სახლი“ –სწორედ ნიკო გომელაურს ეკუთვნის. 

გუშინ ”იავნანამ” ტრადიციულად ერთგული მხარდამჭერებიც დააჯილდოვა. „ოქროს რაში“ ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს, ნინო ქათამაძეს, ნიკა მემანიშვილს და ნიკო გომელაურს გადაეცათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი