ახალი ამბები

იაპონიის ელჩი: მოვედი, რომ მხარი დავუჭირო უმცირესობების უფლებებს

30 ივნისი, 2022 • 987
იაპონიის ელჩი: მოვედი, რომ მხარი დავუჭირო უმცირესობების უფლებებს

იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, რომელიც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციას ესწრება, ნეტგაზეთთან კომენტარში ხაზს უსვამს უმცირესობების უფლებების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

იაპონიის ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ დაინახოს იაპონიის მთავრობის მხარდაჭერა უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით:

„დღეს აქ მოვედი იმისათვის, რომ მხარი დავუჭირო უმცირესობების უფლებებს. ყველა ქვეყანას საკუთარი კონტექსტი აქვს, მაგრამ უნივერსალურია, რომ უმცირესობების უფლებები ადამიანის უფლებების ნაწილია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ იაპონიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოში უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით“, – აცხადებს იაპონიის ელჩი საქართველოში.

იმამურა აკირამ კიდევ ერთხელ დაგმო 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმა და განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ მედიის წინააღმდეგ ძალადობა იყო, არამედ ეს ემსახურებოდა ქვიარ ადამიანების დაშინებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი