ახალი ამბები

ჯონსონის აზრით, პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, ომს არ დაიწყებდა

29 ივნისი, 2022 • 870
ჯონსონის აზრით, პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, ომს არ დაიწყებდა

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მოსაზრებით, პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში არ შეიჭრებოდა. ჯონსონს მიაჩნია, რომ უკრაინაში ომი “ტოქსიკური მასკულინობის შესანიშნავი ნიმუშია”.

ჯონსონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას [პუტინის] “მაჩო ომიც” უწოდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. თავდაპირველად რუსეთის არმია კიევსაც უტევდა, თუმცა ამჟამად ომის ფოკუსი დაავიწროვა და განაცხადა, რომ მისი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის “საზღვრების” აღდგენაა. რუსული ჯარი აკონტროლებს უკრაინის სამხრეთის რამდენიმე მნიშნელოვან ქალაქსაც. ომს ათიათასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვი უკვე ემსხვერპლა. საერთაშორისო უფლებადცვითმა ორგანიზაციებმა არაერთი ომის დანაშაული დააფიქსირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი