ახალი ამბები

გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ დავაზიანოთ „ოცნება“ – ყაველაშვილი

28 ივნისი, 2022 • 1473
გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ დავაზიანოთ „ოცნება“ – ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც „ქართული ოცნება“ დღეს, 28 ივნისს, დატოვა, პარტიიდან წასვლის მიზეზად საზოგადოებისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდებას ასახელებს.

მისი თქმით, საზოგადოებამ​ სიმართლე უნდა იცოდეს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში, რისი თქმის საშუალებაც  არ აქვს მმართველ პარტიას  პარტნიორებთან ურთიერთობების გამო.

„ჩვენი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია, რომ მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება“. არის საკითხები, რომელიც ხვალ გაჟღერდება. ამ საკითხებზე მსჯელობაც გვექნება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ​ სიმართლე იცოდეს, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა, და საერთო აზრი გვქონდეს, მით უმეტეს, ჩვენს ამომრჩეველთან.

ჩვენ ვთვლით და რიგ საკითხებში მანამდეც გვქონდა დისკომფორტი, რომ საჭიროა, მეტი ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ, მაგალითად,  არის უამრავ თემებში, ამ 12 პუნქტთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან ურთიერთობები. რა თქმა უნდა, მმართველი ძალაა და უნდა გააგრძელოს და ჩვენ გვექნება ამის თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართულ ოცნება“ დატოვეს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, 28 ივნისს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატების მიერ მმართველი პარტიის დატოვების მიზეზი ისაა, რომ მათ მიაჩნიათ, ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

მდინარაძის თქმით, ეს სამი დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ იქნებიან, ვერ ისაუბრებენ იმის შესახებ, რაც აქვთ სათქმელი.

სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი