ახალი ამბები

უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

28 ივნისი, 2022 • 1363
უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს ქალაქ კრემენჩუკში დაბომბილი სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში. სამძებრო სამუშაოები გრძელდება და მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობის ზრდა.

ამ დროისათვის დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღწევს. ადგილზე ასეულობით მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშინ, როცა რუსეთის არმიამ სავაჭრო ცენტრი დაბომბა, იქ 1 000-მდე ადამიანი მაინც იქნებოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სავაჭრო ცენტრზე იერიშს ტერორისტული აქტი უწოდა.

კრემენჩუკი ცენტრალურ უკრაინაში მდებარე ინდუსტრიული ქალაქია, სადაც 220 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი