ახალი ამბები

რუსეთმა ჭურვი ესროლა სავაჭრო ცენტრს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იყო – ზელენსკი

27 ივნისი, 2022 • 928
რუსეთმა ჭურვი ესროლა სავაჭრო ცენტრს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იყო – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლტავის ოლქში, ქალაქ კრემენჩუკში რუსმა სამხედროებმა ჭურვი ესროლეს სავაჭრო ცენტრს. პრეზიდენტის ინფორმაციით, ადგილზე დაახლოებით ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ამბობს, ამ ეტაპზე ცნობილია 2 გარდაცვლილის შესახებ. დაშავდა 20 ადამიანი, თუმცა ეს მონაცემიც ზუსტდება.

უწყება ასევე დასძენს, რომ ადგილზე ჯერ კიდევ იმყოფებიან მაშველები, ცეცხლის ჩაქრობაში 115 ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი