ახალი ამბები

ღვარცოფში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

27 ივნისი, 2022 • 746
ღვარცოფში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, რომ ფშავში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

კვირას, 26 ივნისს, ფშავში ტურისტი ღვარცოფში მოყვა. ფეისბუკზე გავრცელებულ კადრებში, რომელიც ამ შემთხვევას ასახავს, ჩანს, როგორ მოყვა გზაზე მოტოციკლით მოძრავი პირი მთიდან წამოსულ ღვარცოფში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ღვარცოფმა იგი მდინარეში გადაისროლა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოები მეორე დღის განმავლობაშიც მიმდინარეობდა. ტურისტს მდინარე არაგვსა და მის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ.

საბოლოოდ, საღამოს 6 საათისთვის, ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

იგი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.