25 ივნისს ლისის ტბაზე მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air მეორე დღე გაიმართა.
საღამოსკენ ფესტივალზე ძლიერი წვიმა მოვიდა. თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა ფესტივალის სტუმრებს დამტკბარიყვნენ მათი საყვარელი – ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლებით.
ამასთანავე, Tbilisi Open Air-ს მთელს ტერიტორიაზე პატარა კიოსკები იდგა, სადაც შესაძლებელი იყო საჭმლის, სხვადასხვა აქსესუარებისა თუ ალკოჰოლის შეძენა.

Tbilisi Open Air 2022, 25 ივნისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

Tbilisi Open Air 2022, 25 ივნისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

Tbilisi Open Air 2022, 25 ივნისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი
ფესტივალის მთავარი სცენა The Black Marrows-მა გახსნა, ამავე სცენაზე იმღერეს Killages-მა, „არა-მ“ და Moku Moku-მ.

The Black Marrows Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

Tbilisi Open Air 2022, 25 ივნისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

Tbilisi Open Air 2022, 25 ივნისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

Moku Moku Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი
25 ივნისს საქართველოში პირველად დაუკრა ინგლისურმა ბენდმა – alt j. მთავარი სცენა სწორედ ამ ბენდმა დახურა. მათ რამდენიმე ჰიტი შეასრულეს, მათ შორის Every Other Freckle ; Deadcrush და Taro. გამოსვლის ბოლოს კი თქვეს – „ჩვენ ერთად ვართ უკრაინის მამაც ხალხთან და გვინდა ვთქვათ – fuck you Putin,”.

alt j Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი