ახალი ამბები

ვიმედოვნებ, 6 თვეში საქართველოს კანდიდატობასაც ვიზეიმებთ – კრამონი

24 ივნისი, 2022 • 738
ვიმედოვნებ, 6 თვეში საქართველოს კანდიდატობასაც ვიზეიმებთ – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

ევროპარლამენტარის თქმით, ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა და იმედოვნებს, რომ 6 თვეში კანდიდატობას საქართველოც იზეიმებს.

„უკრაინა ევროპაა, მოლდოვა ევროპაა, საქართველო ევროპაა. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი მიანიჭოს, ხოლო საქართველოს- ევროპული პერსპექტივა, გარდაქმნის ჩვენს კონტინენტს და აღასრულებს ისტორიულ სამართლიანობას სამი ერის ნებასთან დაკავშირებით. გილოცავთ! წინ გრძელი გზაა. მოდი, შესაძლებელი გავხადოთ.

ვიმედოვნებ, 6 თვეში, ასევე, საქართველოს კანდიდატობასაც ვიზეიმებთ. ამისათვის, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს ვალდებულებების შესრულება.  ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია. „ქართულო ოცნება“, ბურთი თქვენს მოედანზეა“, – დაწერა ტვიტერზე ევროპარლამენტარმა.


გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

გადაწყვეტილება: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს — პერსპექტივა

მასალების გადაბეჭდვის წესი