ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უკრაინაში 1000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე იბრძვის” – ცხინვალი

22 ივნისი, 2022 • 3442
“უკრაინაში 1000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე იბრძვის” – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში “სახელმწიფო  დროშები” დაუშვეს 1991-45 წლების ომსა და უკრაინაში “სპეციალურ სამხედრო ოპერაციისას” დაღუპული ოსი სამხედროებისა და მოხალისეების ხსოვნის პატივსაცემად.

“დღესდღეობით, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში ათასზე მეტი სამხედრო პირი და მოხალისე მონაწილეობს სამხრეთ ოსეთიდან. ჩვენი რესპუბლიკის წარმომადგენლები, ისევე როგორც მათი წინაპრები 1991-45 წლების ომში, გმირობისა და სიმამაცის მაგალითს იძლევიან. ბევრი მათგანი დაჯილოდებულია უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი”, – ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში, ოფიციალური ცნობით, დაიღუპა ცხინვალიდან რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად წასული 15 მეომარი [როგორც კონტრაქტით მომუშავე ჯარისკაცები, ასევე მოხალისეები].

რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთში განთავსებული აქვს მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივები კონტრაქტით მსახურობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ ბაზიდან ორ ნაკადად გაგზავნეს ჯარისკაცები. ამასთან, 24 თებერვლის შემდეგ ომში ჩასართავად რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ტექნიკის ნაწილი როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე, ცხინვალიდან.

გზააბნეული და დაბრუნებული ოსი ჯარისკაცები – ცხინვალელები უკრაინის ომში

მასალების გადაბეჭდვის წესი