ახალი ამბები

დღეს პარლამენტში ღარიბაშვილი ანგარიშს წარადგენს – შენობაში შესვლა შეიზღუდება

22 ივნისი, 2022 • 668
დღეს პარლამენტში ღარიბაშვილი ანგარიშს წარადგენს – შენობაში შესვლა შეიზღუდება

დღეს, 22 ივნისს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტში შესვლა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტი ავრცელებს.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრება პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას უკავშირდება. ღარიბაშვილი დღეს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ.

„22 ივნისს  საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი