ახალი ამბები

იცოდა თუ არა კაჩინსკიმ, რომ დაიღუპებოდა?

10 აპრილი, 2010 • 1190
იცოდა თუ არა კაჩინსკიმ, რომ დაიღუპებოდა?

ტუპოლევ-154 რუსული წარმოების თვითმფრინავია, რაშიც სიცოხლის ბოლო წუთები გაატარეს პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, მისმა მეუღლე – მარიამ, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა  და სხვა  მაღალი რანგის პირებმა.

სმოლენსკის რეგიონულმა გუბერნატორმა სერგეი ანტუფიევმა რუსულ ტელევიზიებს უთხრა, რომ არავინ გადარჩენილა. მისი თქმით, ეს ის დრო იყო, როცა თვითმფრინავი დასაშვებად ემზადებოდა, როცა ის ხეებში გაიხლართა, შემდეგ მიწაზე დაენარცხა და ნაწილებად დაიშალა.

ეს საკუთარი თვალით ნახა პოლონეთის ტელევიზიის თანამშრომელმა სლავომირ ვიშნიევსკიმ. კატასტროფა მის სასტუმროსთან ახლოს მოხდა.

“მტვრევისა და ყრუ დაცემის ხმა გავიგე. შემდეგ ცეცხლის ორი ალი ერთმანეთს მიჰყვა, “_უთხრა მან BBC-ს.

რუსული მედია ავრცლელებს ინფორმაციას, რომ მგზავრებმა იცოდნენ, რომ კატასტროფის წინაშე იდგნენ.

“პილოტს ურჩიეს, რომ მინსკში დაშვებულიყო, მაგრამ სმოლენსკში გადაწყვიტა დაშვება, “- თქვა ანდრეი იევსენკოვმა, სმოლენსკის რეგიონის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა.

BBC იუწყება, რომ უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც ეს თვითმფრინავი “რუსეთისა და საბჭოთა კავშირის” მთავარი საჰაერო ტრანსპორტია.

თავის დროზე 1000 ასეთი თვითმფრინავი გამოუშვეს. ამჟამად ზოგი რუსეთს ემსახურება და ზოგი  – ყოფილი  საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. 

რუსული ავიაციის ექსპერტმა პოლ დაფმა შეაფასა ეს თვითმფრინავი BBC-სთვის.

ამ თვითმფრინავებიდან 28 კატასტროფაში მოხვდა. დაფის აზრით, ეს ნორმალური მაჩვენებლია, თუ გავითვალისწინებთ მათი მსახურების წლებს და ტექნოლოგიის ტიპს. მათგან ზოგი კი ტექნიკური დაუხვეწაობის გამო მოხვდა კატასტროფაში.

ერთ-ერთ  ტუ-154 თვითმფრინავს ქართული კონფლიქტების დროსაც ესროლეს ტყვია.

ტუ-154 ახლა აღარ იწარმოება. დღეს კი, ამ მოდელის თვითმფრინავის ბორტმა 132  მგზავრი შეიწირა, რომელთა შორის იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, არმიის ლიდერი და პარლამენტის წევრები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი