ახალი ამბები

პრემიერი პარლამენტში 24-ის ნაცვლად 22 ივნისს მივა

20 ივნისი, 2022 • 1258
პრემიერი პარლამენტში 24-ის ნაცვლად 22 ივნისს მივა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს 22 ივნისს, ნაცვლად 24 ივნისისა.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 20 ივნისს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. თუმცა, რატომ შეიცვლა პრემიერის მიერ ანგარიშის წარდგენის თარიღი, მიზეზი არ დაუსახელებია.

ნეტგაზეთმა თარიღის შეცვლის მიზეზის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასაც ჰკითხა და მათგან პასუხს ელოდება.

როგორც ცნობილია, 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 17 ივნისს უკვე გამოქვეყნდა ევრიკომისიის დასკვნა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღონ, თუმცა გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად ამ ქვეყნებმა გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ. საქართველოს შემთხვევაში ევროკომისია იგივე რეკომენდაციით არ წარსდგა. უწყების შეფასებით, საქართველომ ჯერ 12 მიმართულებით უნდა შეასრულოს პირობები და შემდეგ ექნება შანსი მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი