ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18 ივნისი, 2022 • 1447
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ვანო ნადირაძე ავრცელებს, რომელიც თავადაც უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

„ნეტგაზეთი“ ამ ეტაპზე თავს იკავებს დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობის გასაჯაროებისგან, რამდენადაც ჩვენთვის უცნობია უკვე აცნობეს თუ არა ტრაგედიის შესახებ დაღუპულის ოჯახის წევრებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან უკრაინაში ამ დრომდე 14 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

მასალების გადაბეჭდვის წესი