ახალი ამბები

ევროვიზია 2023-ს შესაძლოა უკრაინის ნაცვლად ბრიტანეთმა უმასპინძლოს

18 ივნისი, 2022 • 1356
ევროვიზია 2023-ს შესაძლოა უკრაინის ნაცვლად ბრიტანეთმა უმასპინძლოს

ევროვიზია 2023-ს შესაძლოა უკრაინის ნაცვლად ბრიტანეთმა უმასპინძლოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია აცხადებს, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებში არიან ჩართული.

გამოცემა წერს, რომ მუსიკალური კონკურსის ორგანიზატორებმა განიხილეს კონკურსის უკრაინაში, როგორც კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანაში, ჩატარების შესაძლებლობა და დაადგინეს, რომ ეს შეუძლებელი იყო ქვეყანაში რუსეთის აგრესიის ფონზე. შესაბამისად, BBC-ს თმით, ვინაიდან წლევანდელ კონკურსში მეორე ადგილი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა დაიკავა, 2023 წლის ევროვიზიის მასპინძლობაც ბრიტანეთს შესთავაზეს.

გამოცემა წერს, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ამ გადაწყვეტილება არ ეთანხმებიან კიევში და მის გასაჩივრებას აპირებენ. უკრაინის კულტურის მინისტრი ოლექსანდრ ტკაჩენკომ აღნიშნა, რომ მისი აზრით, შესაძლებელია ისეთი გამოსავლის გამონახვა, რომლითაც ყველა მხარე კმაყოფილი იქნება:

„2023 წლის ევროვიზიის უკრაინაში ჩატარება მთელი მსოფლიოსთვის ძლიერი სიგნალია. ჩვენ მოვითხოვთ გადაწყვეტილების შეცვლას, რამდენადაც გვჯერა, რომ ვალდებულებების შესრულებას შევძლებთ“ – თქვა უკრაინის კულტურის მინისტრმა.

BBC ასევე ესაუბრა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელს მიკოლა ჩერნოტიტსკის, რომელმაც განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, მონაწილეებისა და სტუმრების უსაფრთხოება მათი გუნდის პრიორიტეტია და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დიდი შრომა გასწიეს სხვადასხვა ვარიანტების შესათავაზებლად.

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania გახდა.

უკრაინელმა შემსულებელმა ჯამში 631 ქულა დააგროვეს, რითაც მეორე ადგილზე გასულ გაერთიანებულ სამეფოს, რომელსაც 466 ქულა ჰქონდა, უდიდესი სხვაობით მოუგეს.

ეს უკრაინისთვის ევროვიზიის კონკურსზე მესამე გამარჯვებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი