ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთის აღიარებით ქაოსი არ იქნება” – არძინბა ყაზახეთის პრეზიდენტს პასუხობს

18 ივნისი, 2022 • 3733
“აფხაზეთის აღიარებით ქაოსი არ იქნება” – არძინბა ყაზახეთის პრეზიდენტს პასუხობს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ინალ არძინბა  ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებას რუსულ სახელმწიფო გამოცემა sputnik-თან გამოეხმაურა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პეტერბურგში 17 ივნისს გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, განაცხდა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს დონეცკსა და ლუგანსკს, ასევე, ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ვინაიდან, ტოკაევის თქმით, ერების მიერ თვითგამორკვევის პრინციპის ფართოდ გამოყენების პრაქტიკამ, შესაძლოა, მსოფლიოში ქაოსი გამოიწვიოს.

“აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების გაფართოებით, მსოფლიოს ერების ორგნიზაციის მუშაობაში მონაწილებით, მსოფლიოში მეტი ქაოსი ნამდვილად არ იქნება. აფხაზეთს სახელმწიფოებრიობის მრავალათასწლიანი ისტორია აქვს, რომლის ხალხი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და ადრევე დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ საერთაშორისო ურთიერთოების სისტემაში კანონიერი ადგილის დაკავების უფლება აქვს”, – განაცხადა ტოკაევის საპასუხოდ არძინბამ.

ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტის აღნიშნულმა გამონათქვამმა სოციალურ ქსელებში აფხაზებს შორის რეზონანსი გამოიწვია.
⠀⠀

მასალების გადაბეჭდვის წესი