ახალი ამბები

EU საქართველოსგან შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას ითხოვს

17 ივნისი, 2022 • 958
EU საქართველოსგან შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას ითხოვს

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ დაასახელა პირობები, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„საქართველოსთვის ჩვენ ვადგენთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველ სიას, რომელთა საფუძველზეც ჩვენ უნდა შევძლოთ კანდიდატის სტატუსი შეთავაზება. დემოკრატიის მიმართულებით ვისურვებდით პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესრულება. ეს ეხება სასამართლო რეფორმას — შეთანხმება ასევე მოიცავდა სასამართლო რეფორმას. ჩვენ ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში — ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მეოთხე, ჩვენ გვჭირდება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. დაბოლოს, ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, — განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლოდვისთვის ევროპული პერსპექტივისა და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე, დაასახელა შემდგომი რეფორმების გატარების აუცილებლობა. საქართველოს შემთხვევაში კომისიამ ამ ეტაპზე არ დაუჭირა მხარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მხარი დაუჭირა მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას და პირობების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის განხილვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი