ახალი ამბები

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს

17 ივნისი, 2022 •
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს

მასალა განახლდა: გამოსახლების პროცესი გადაიდო.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების პოლიცია ცდილობს ოჯახის გამოსახლებას საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, შეკრებილმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს.

ამ წუთებში აღსრულების პოლიცია საცხოვრებელი სახლის კარის გაჭრას ცდილობს, რათა შიგნით მყოფი ოჯახი და შეკრებილები გარეთ გამოიყვანოს.

შიგნით მყოფი პირები კარის გამაგრებას ცდილობენ.

სახლში იმყოფება 3 თვის ბავშვიც.

ოჯახის წევრების განცხადებით, რომლებიც ამ დრომდე ბინაში რჩებიან, კერძო მევალეს, საერთო ჯამში, დამატებითი სარგებლის ჩათვლით, უკვე იმაზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე ისესხეს და კვლავ მზად არიან, რომ დამატებითი თანხაც გადაიხადონ გამოსახლების შეჩერების სანაცვლოდ, თუმცა ამ ეტაპზე, მევალე პირობებს არ თანხმდება.

ადგილზე ასევე მობილიზებულია პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

მასალების გადაბეჭდვის წესი