ახალი ამბები

კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას ცდილობს

17 ივნისი, 2022 •
კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას ცდილობს

კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას ცდილობს საცხოვრებელი ბინიდან .

სოლიდარობის გამოსახატად ადგილზე, შეკრებილნი არიან ოჯახის ახლობლები და მეზობლები.

ოჯახის წევრების განცხადებით, რომლებიც ამ დრომდე ბინაში რჩებიან, კერძო მევალეს, საერთო ჯამში, დამატებითი სარგებლის ჩათვლით, უკვე იმაზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე ისესხეს და კვლავ მზად არიან, რომ დამატებითი თანხაც გადაიხადონ გამოსახლების შეჩერების სანაცვლოდ, თუმცა ამ ეტაპზე, მევალე პირობებს არ თანხმდება.

ადგილზე ასევე მობილიზებულია პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

მასალების გადაბეჭდვის წესი