საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა “ვივამედში” გრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ რადგან  მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, სასამართლო “გასვლით სხდომაზე” გავა. ჩახნაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს თავად სურს ჩვენების მიცემა, რის გამოც სხდომა რამდენჯერმე გადაიდო.