ცაგერის მუნიციპალიტში, 26 ნოემბერის ღამის საათებში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა. მოსახლეობა სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია. ინფორმაციას გარემოს ეროვნული საგენტო ავრცელებს.
„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.
ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.“ აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები უსაფრთხოების მიზნით ადგილზე არიან მობილიზებულნი. ადგილზე რჩებიან ასევე სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც სტიქიის ზონაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მონოტორინგს აწარმოებენ.
