ახალი ამბებირეკლამა

ტოპ|ქარდის ქეშბექის აქცია ვისოლში

16 ივნისი, 2022 • 572
ტოპ|ქარდის ქეშბექის აქცია ვისოლში

17 ივნისიდან – 30 ივნისის ჩათვლით ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ტოპ|ქარდით ყიდვისას მომხმარებელს დახარჯულ ყოველ 50 ლარზე 5 ლარი ქეშბექად დაუბრუნდება ტოპ|ქარდის ანგარიშზე*. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ვისოლის ქსელში საწვავში გადახდილი ნებისმიერი თანხა თანაბრად გადანაწილდება 3 თვეზე, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტური 0%. აღნიშნული პირობა მოქმედებს ფასდაკლების და ლოიალობის ბარათების გამოყენების შემთხვევაშიც.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით. 

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება. 

რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3H8kSiO , ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში: 

თბილისი, პეკინის გამზირი #19

თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ

ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55

ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.


* მაქსიმუმ 50 ლარი ერთ მომხმარებელზე აქციის პერიოდში. ქეშბექის დაბრუნება მოხდება 15 ივლისამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი