საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დათქმების საფუძველზე მიიღებს.
„არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები.
დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები“, – წერია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების შესახებ გირჩევთ ნეტგაზეთის მასალას არქივიდან:








