ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორელების რიგი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად

15 ივნისი, 2022 • 1500
ახალგორელების რიგი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად

ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად ახალგორელები გამშვებ პუნქტთან რიგში საათობით დგანან.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორელებისთვის საქართველოს კონტროლირებად მხარესთან გზა მხოლოდ 13-დან 18 ივნისამდე გაიხსნა.

მოქალაქეებს რიგში საათობით, ზოგ შემთხვევაში კი დღეების განმავლობაში უწევთ ლოდინი. ადგილობრივთა ინფორმაციით, გამშვებ პუნქტთან ქაოსია და რიგში მდგომ მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების გამოძახებაც სჭირდებათ.

ოფიციალური ცნობით, გზის კვეთა ახალგორელებს შეუძლიათ ნებისმიერი დოკუმენტით, რომლითაც ისინი 2019 წელს გზის ჩაკეტვამდე სარგებლობდნენ.

გამშვები პუნქტები ქართულ მხარესთან ცხინვალმა 2019 წელს, ე.წ. წნელისის კრიზისის შემდეგ ჩაკეტა. მას შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობას მხოლოდ რამდენჯერმე გაუხსნა ე.წ. ჰუმანიტარული კოროდორი.

ახალგორი ცხინვალის კონტროლქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადავიდა. მოსახლეობის ნაწილი დღემდე აგრძელებს ცხოვრებას ახალგორში საკუთარ სახლებში. თუმცა თითქმის ყველა ოჯახს ქართულ მხარეს დარჩა ოჯახის წევრები და ახლობლები. ასევე, ახალგორელებსთვის მნიშვნელოვანია თბილისში სამკურნალო მიზნით გადმოსვლაც, რასაც 2019 წლის შემდეგ მოკლებული არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი