ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შენობაზე “Z” სიმბოლოს დახატვის გამო ბაქოში მოქალაქე დააკავეს

15 ივნისი, 2022 • 1960
შენობაზე “Z” სიმბოლოს დახატვის გამო ბაქოში მოქალაქე დააკავეს

ბაქოს პოლიციამ დააკავა ბაქოში მცხოვრები 67 წლის ალექსანდრ საპრიკინი, რომელმაც, პოლიციის მტკიცებით, 13 ივნისს “იჩერიშეხერის”  ისტორიულ შენობაზე დახატა უკრაინაში რუსეთის “სამხედრო ოპერაციის” მხარდამჭერი სიმბოლო Z .

აზერბაიჯანული მედიის, Minval.Az-ის ცნობით, ბრალდებულს ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ რუსეთი “სამხედრო ოპერაციის” მხარდასაჭერად სიმბოლო Z-ს  იყენებს.  Z-მა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის გამოხატულებად იქცა, რის გამოც მათი გამოყენება ბევრ ქვეყანაშია აკრძალული.

მასალების გადაბეჭდვის წესი